google+ & hangouts განათლებაში

შესავალი
Google+
Hangouts
შესავალი
Google+
Hangouts
როგორც აღინიშნა საზოგადოებას კოლექციისაგან განსხვავებით შესაძლებელია მართავდეს რამოდენიმე ადამიანი. განვიხილოთ საზოგადოების მოდერაციის შესაძლებლობები, როდესაც თქვენ ქმნით ახალ საზოგადოებას თქვენ ხდებით მისი მფლობელი და შეგიძლიათ: მოიწვიოთ ადამიანები საზოგადოებაში, დაადასტუროთ მოთხოვნები საზოგადოებაში გაწევრიანებაზე, წაშალოთ ადამიანები საზოგადოებიდან, დაარედაქტიროთ ინფორმაცია საზოგადოების შესახებ, წაშალოთ საზოგადობა, სხვა პირები გახადოთ მფლობელები და მოდერატორები, შეზღუდოთ მათი უფლებები და განათავსოთ შეტყობინებები და კომენტარები საზოგადოებაში. საზოგადოების მოდერატორს შეუძლია მოიწვიოს ადამიანები საზოგადოებაში, დაადასტუროს მოთხოვნები საზოგადოებაში გაწევრიანებაზე, დაბლოკოს და წაშალოს მომხმარებლები, განათავსოს შეტყობინებები და კომენტარები მასში, შეიმციროს თავის სტატუსი როგორც საზოგადოების უბრალო წევრი ანუ მფლობელისგან განსხვავებით არ აქვს უფლება ინფორმაციის რედაქტირების, საზოგადოების წაშლის და სხვა პირების უფლებების განსაზღვრის. წევრის მოსაწვევად გავხსნათ სასურველი საზოგადოება, დავაწკაპუნოთ გაზიარების ღილაკზე, ავირჩიოთ მომხმარებლების მოწვევა და შემდეგ კონკრეტული მომხმარებელი ან წრე, რომლის მოწვევაც გვსურს. მომხმარებლის ელფოსტაზე შედის შეტყობინება, რომლის მეშვეობითაც მას აქვს შესაძლებლობა გაწევრიანდეს საზოგადოებაში. იმისათვის რომ განვსაზღვროთ მფლობელის ან მოდერატორის უფლებები უნდა ვიპოვოთ სასურველი წევრი, შევიდეთ რედაქტირების მენიუში და ავირჩიოთ მისი სტატუსი: მფლობელი ან მოდერატორი, თუმცა გაითვალისწინეთ - მფლობელი შეიძლება გახდეს მხოლოდ მოდერატორი. მფლობელის ან მოდერატორის უფლებების შემცირებისათვის გამოიყენება ამ მენიუს იგივე ღილაკები, რომლითაც გავზარდეთ მონაწილის უფლებები. საზოგადოების წევრის წაშლისას იგი ტოვებს საზოგადოებას, ხოლო დაბლოკვისას თქვენ მას უკრძალავთ საზოგადოების წევრად გახდომის უფლებას, ამისათვის ავირჩიოთ მომხმარებელი, გავხსნათ რედაქტირების მენიუ და ავირჩიოთ მომხმარებლის წაშლა ან დაბლოკვა (ბანის დადება). მონაწილეთა პოსტებისა და კომენტარების წასაშლელად უნდა გავხსნათ პოსტი რომლის წაშლაც გსურთ, შევიდეთ რედაქტირების მენიუში და შემდეგ ავირჩიოთ პოსტის წაშლა ან კომენტარის წაშლა.

ახალი დამატებული